Home
Category
TV Live Menu

ხორბლის სუბსიდირებაზე მუშაობა შეჩერებულია

BM.GE
13.04.22 13:42
214
ხორბლის სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობის პროცესი, რომლის ამოქმედებას მთავრობა დარგთან ერთად პურის გაძვირების დაზღვევის მიზნით განიხილავდა, შეჩერებულია. ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლები 2021 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში ხორბლის იმპორტის კლებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის დაბალანსების მიზნით შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებას სთხოვდნენ. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასების ზრდის გამო, საქართველოს მთავრობამ დარგს სუბსიდირების მექანიზმი შესთავაზა, რომელიც აპრილ-მაისში უნდა ამოქმედებულიყო და პურის გაძვირება დაეზღვია.

სტუმარი: ლევან ჯანაშია - "აგროექსპორტის" დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day