Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2024 წლისთვის ქვეყნის ყველა სოფელი დამისამართდება

BM.GE
21.12.22 12:37
104
საქართველოში 2024 წლის დასაწყისისთვის პრაქტიკულად ყველა სოფელი დამისამართებული იქნება და სახლის მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია, ყველა ადამიანს ზუსტად ექნება განსაზღვრული. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტს. დღეისათვის მისამართების რეესტრში ქვეყნის 67 დასახლების 500 214 მისამართი და 3 208 554 პირის შესახებ ჩანაწერია დაზუსტებული. რა არის პროექტის მიზანი და რა სარგებელს მიიღებენ მოქალაქეები პროექტის განხორციელების შედეგად? 

სტუმრები: ნინო ბახია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის უფროსი;
სოფიო სუხაშვილი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტის კოორდინატორი;