Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#BMG-ის ექსკლუზიური ინტერვიუ #EBRD-ის პრეზიდენტთან

BM.GE
16.09.22 11:53
186
მიმდინარე პროცესების ფონზე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგოეფექტიანობა კი, ის სფეროა, სადაც საქართველოს უფრო მეტის გაკეთება და პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან ოდილ რენო-ბასოსთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის პრეზიდენტს შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროშიც ჰქონდა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც. ქალბატონი რნო ბასო აღნიშნავს, რომ EBRD - მა საქართველოში 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის საქართველოში ვიზიტისას შეთანხმემები შედგა ლონდონის საფონდო ბირჯაზე დალისტული 3ვე კომპანიასთან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წვლილი საქართველოში ბიზნესისათვის ფინანსებზე ხელმისაწვომობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია და თანხაში გამოხატულ მნიშვნელოვან მოცულობებთან ერთად კიდევ უფრო დიდია იმ კომპანიების რიცხვი ვისთვისაც ეს დახმარებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და არის. 

გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი;
ოდილ რენო-ბასო - EBRD-ის პრეზიდენტი.