29.Sep .2020 09:15

ჩინეთი კორონავირუსის ვაქცინას ათეულ ათასობით ადამიანზე ტესტავს

404
Back

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და მისი გამოყენებაც დაიწყეს. ვაქცინის პიონერი მომხმარებლები ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლები გახდნენ, შემდეგ - მთავრობის წარმომადგენლები და თავად ვაქცინის შემქმნელები. მომდევნო ინექციები კი პედაგოგებს, სუპერმარკეტების თანამშრომლებს და იმ პირებს გაუკეთდებათ, რომლებიც უცხოეთში, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში მოგზაურობენ, ან ასეთი ისტორია აქვთ.