Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ევექსი ჰოსპიტლებმა“ ექთნების საერთაშორისო დღე აღნიშნა

BM.GE
13.05.22 08:28
272
სამედიცინო სფეროში ექთნის როლის დაფასების მიზნით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ქსელში დასაქმებულ ექთნებს მათი პროფესიული დღე საზეიმო ვითარებაში მიულოცა. პანდემიის პირობებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ექთნების საერთაშორისო დღე წელსაც მასშტაბურად აღინიშნა.

„ევექსი ჰოსპიტლების“ ექთნებს სცენაზე უმასპინძლეს ნიკოლოზ რაჭველმა და საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ცნობილ მუსიკოსებსა და მომღერლებთან ერთად. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები, შეირჩა განსაკუთრებული რეპერტუარი და შედგა მუსიკალური პრემიერები.