Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთში Lion Terminal Poti-ს გახსნის ღონისძიება გაიმართა

BM.GE
17.02.23 09:48
343
ფოთში Lion Terminal Poti-ს ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. Lion Terminal Poti საერთაშორისო ლოჯისტიკურმა კომპანია Lion Trans -მა გახსნა. გახსნის ცერემონიალს კომპანიის ბიზნეს პარტნიორები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Lion Terminal Poti უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და კომპანია წლის განმავლობაში დაახლოებით 16 500-მდე კონტეინერის ტრანსპორტირებას შეძლებს. ტერმინალი ჯერჯერობით მხოლოდ ავტომობილების გადაზიდვით არის დაკავებული თუმცა Lion Terminal Poti გაფართოებას და სხვა ტვირთების ტრანსპორტირებასაც გეგმავს. Lion Trans-ი საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ლოჯისტიკური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს და ახორციელებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს ამერიკიდან მსოფლიოს ყველა მიმართულებით. კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.