Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
25.10.22 13:27
130
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციით დაიწყო - ბარელი Brent-ის ღირებულება 1.8%-ით, 92-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა; WTI Crude-ის ფასი 2%-ით, 83 დოლარამდე დაეცა; ხოლო რუსული Urals-ის ფასი ამჟამად 72-დოლარიან ნიშნულზეა, რაც პარასკევის მონაცემებთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია. 

ნავთობის ფასების შემცირდება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებლის, ჩინეთის მიერ გასაჯაროებული მონაცემებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სექტემბერში ჩინეთში იმპორტირებული ნავთობის დღიურმა მოცულობამ 9.79 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც არათუ მეტი, არამედ 2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;