Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია, რომელიც საქართველოში 1200 დეველოპერს დაასაქმებს

BM.GE
08.11.21 02:54
480
ქართული IT დეველოპერული კომპანია SWEEFT DIGITAL-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-მა შეიძინა. დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განხოცრილდება და 3 წლის განმავლობაში დასაქმდება 1200-მდე ქართველი დეველოპერი. მარტივად რომ დავთვალოთ რას ნიშნავს ეს: თუ გავითვალისწინებთ რომ დეველპერების დღევანდელი შემოსავალი საქართველოში დაახლოებით 100.000 ლარია ხელფასის სახით, ეს ნიშნავს რომ კომპანია სვიფთ დიჯიტალი, უახლოეს წლებში საქართველოში დაახლოებით 120 მლნ პირდაპირ ინვესტირებას გააკეთებს, რაც მერწმუნეთ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მცირე ბაზრისთვის. ანუკა ჯოხაძე მოგვიყვება, ერთ-ერთი მსხვილი გარიგების დეტალებზე, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა და რომლის მონაწილეც საქართველოში დაფუძნებული IT დეველოპერილი კომპანია SWEEFT DIGITAL-ია.