13.Jan .2021 11:24

#მსოფლიოროგორცასეთი​ - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ეთად

131
Back

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ფედერალური ძალების მობილიზების ბრძანება გასცა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 იანვრიდან 24 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში საგანგებო მდგომარეობის მართვის ფედერალური სააგენტო პასუხისმგებელი იქნება საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის მართვასა და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის შემსუბუქებაზე. ინაუგურაციამდე სულ ცოტა დრო რჩება, 2021 წელი კი მსოფლიოსთვის საინტერესოდ და რიგ შემთხვევებში დრამატულად დაიწყო.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი