Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული: შოკოლადი “მარცვლიდან-ფილამდე”

BM.GE
24.10.22 00:43
232
ქართველ მეშოკოლადეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც უკვე ექვსი წელია, სტამბაში მდებარე შოკოლატერიაში “ნამდვილ შოკოლადს” ქმნის. კაკაოს გემოვნურ თვისებებზე, შოკოლადის მომზადების წესზე, ყველა საჭირო ცოდნა ეკვატორზე მიიღო და ჩამოტანილი გამოცდილებით უკვე ,,აჭარა ჯგუფთან“ ერთად ქართველი მომხმარებლისთვის ნამდვილი შოკოლადის მომზადება დაიწყო. ,,შოკოლატერიას“ სამზარეულოში წარმოება მარცვლიდან იწყება. მომზადების ყველა პროცესში ჩართული ქართველი მეშოკოლადე ამბობს რომ ,,შოკოლატერიას“ მთავარი სიამაყეც სწორედ მისი კონცეფცია “მარცვლიდან-ფილამდეა”.