17.May .2022 10:42

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული „გადაიაზრე მომავალი“

Back

თბილისში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული ტარდება და მიზნად ისახავს დაინტერესებულ სტარტაპებს გააცნოს მენტორშიპის პრაქტიკები და ინსტრუმენტები. კვირეული, საერთაშორისო ფედერაციის წევრ 50 მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, ფაქტობრივად, ერთიანი სივრცე იქმნება. წლევანდელი მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 თან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე მიმდინარე ომიდან გამომდინარე შეცვლილი ემოციური და ეკონომიკური მდგომარეობა, თუ მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებული ბუნდოვნებაა, რაც მუდმივ გაურკვევლობაში გვაყოფებს და მრავალ კითხვასაც აჩენს. ეს მდგომარეობა კი, რთულია როგორც ადამიანებისთვის ისე ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ წელს კვირეულის ფარგლებში ერთი დღე სრულად ბიზნესს ეთმობა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიზიარონ არსებული გამოწვევები და მიიღონ პრაქტიკული ინსტრუენტები მათთან სამუშოდ. რამდენად განვითარებულია დღეს ქვეყანაში ქოუჩინგისა და მენტორშიპის მიმართულება? რა ტიპის პროექტებს უძღვება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია და როგორია ღონისძიების გეგმები? 


სტუმარი: გვანცა ბარაბაძე - ქოუჩი, ICF საქართველოს პრეზიდენტი.