08.Jul .2021 13:23

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გარემოსდაცვით პროექტებს იწყებს

189
Back

„აუცილებელია შევამციროთ უარყოფითი ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე“ – ამ მიზნით „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ახორციელებს პროექტს, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საწარმოო ნარჩენების მართვა და სამაცივრე მეურნეობის მდგრადობა.

„ეს ის საკითხებია, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე. მოხმარებული პროდუქტიდან წარმოიქმნება ნარჩენი, რომელიც არასწორი მართვის შედეგად, ხვდება ნაგავსაყრელზე, სადაც წარმოიქმნება მეთანი და სხვა გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ნივთიერება. სწორედ არსებული უარყოფითი ზემოქმედების შერბილების მიზნით, ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც სეპარირებული სეპარირებულ შეგროვებასაც გულისხმობს“, – განაცხადა კოკა-კოლას გარემოს დაცვითმა მენეჯერმა, გივი კალანდაძემ.


პროექტის მეორე მიმართულება სამაცივრე მეურნეობების ეფექტური/მდგრადი მართვაა.   პროექტი რომელიც,  ერთ-ერთი ინოვაციური შემარბილებელი ზომაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ კონტექსტში, ამგვარი ინიციატივა რეგიონში პირველია და არა მხოლოდ რეგიონში. 


კომპანიისთვის, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით მაცივარ-დანადგარი გააჩნია საკუთარი პროდუქციის რეალიზების მიზნით, ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო წამოწყებაა. იმისთვის, რომ საკუთარი სამაცივრე მეურნეობა ქვეყნის მასშტაბით მეტად ეფექტურად იყოს მართული და ნაკლები ზემოქმედება იქონიოს გარემოზე, კომპანიამ თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსი შეიმუშავა.


„ჩვენს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები, თუ როგორ უნდა დაადგინონ, რა სახის ხარვეზი, ან გაუმართაობა აწუხებს მაცივარ-დანადგარს. რა ძალისხმევა იქნება საჭირო ადგილზე ამ ხარვეზის გამოსწორებისათვის. რაც სასარგებლოა რამდენიმე მიზეზით: აღარ ხდება აუცილებელი კონტრაქტორის გამოძახება, რომელსაც აღარ უწევს ზედმეტი მანძილის გავლა და არ ხდება გარემოში ზედმეტი C2-ის გაფრქვევა; ასევე ამით იზოგება მოხმარებული საწვავი და იზოგება დრო. მთლიანობაში, მაღლდება თითოეული ჩვენი თანამშრომლის სამუშაოს ეფექტურობა, რომელიც მუშაობს საცალო ქსელში. ეს არის ერთ-ერთი აშკარა და მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარებით, კომპანიამ კომერციულად ეფექტური სისტემები დაამკვიდროს”,– განმარტავს კალანდაძე.


მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული სწავლებები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისსა და ქობულეთში.


„ტრენინგები ეხება ზოგადსაკაცობრიო თემებსაც, როგორიცაა თეორიული სწავლება კლიმატის ცვლილებასა და თუნდაც, ოზონის შრესთან დაკავშირებით. სწავლების დროს მსმენელებმა გაიარეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურებას. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა უკეთ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ იცოდნენ, რომ ყოველ მათგანს მცირედი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ აქტივობებში. სწავლება მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მოდულებს – სადაც ადგილზე ხდება ქსელში მოხმარებულ მაცივრებთან სწავლება. მაგალითად მაცივარ დანადგარის ჰერმეტულობის შემოწმება, განათების ხარვეზის დადგენა და შეკეთება, მაცივარ დანადგარის მომსახურების სწორი მეთოდები და სხვა.


კომპანიის თანამშრომლებს წინ კიდევ ერთი სასწავლო კურსი ელით, რომლის მიზანი ელექტრო დანადგარებთან უსაფრთხოდ მუშაობის სწავლება, გამოცდილების მიღება და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაა.


„კოკა-კოლას, როგორც მულტინაციონალურ კომპანიას, აღებული აქვს ვალდებულება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების, მათ შორის, ზრუნავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, C2 შემცირებასა და ნარჩენების ეფექტურ მართვაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში CCBG-კოკა-კოლა ბოთლერრს ჯორჯია ლიდერია ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხში, რადგან სამხრეთ კავკასიაში, ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ასეთი მასშტაბისა და შინაარსის პროექტი არავის განუხორციელებია.“