17.Dec .2020 10:32

რა ელის ბიზნესს 24 დეკემბრის შემდეგ? - ლევან ვეფხვაძე საქმიან დილაში

Back

უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ,- ეს თქვა გუშნ ეკონომიკის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე და განაცხადა, რომ საუბარი არის მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე. სახელმწიფო კანცეალრიაში მედიასთან ამბობენ რომ 2 თვიანი შეზღუდვების გეგმას მიჰყვებიან, თუმცა სიგნალები იმასთან დაკავშირებით რომ ამ გეგმაში გაწერილი თითქმის 10 დღიანი შედარებითი გახსნა შეიძლება არ შედგეს უკვე არის. გადა იმისა, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების განცხადებების მესიჯბოქსს ეს დაშვება შეერია ბოლო დღეებში აქტიურად მიდის შეხვედრები ემდიკოსებთან და კლინიკების მენეჯერებთან, რომლებიც სხვადასხვა სიმძაფრით, რჩევა რეკომენდაციის ტონით შეზღუდვების შერბილებაზე უარის თქმას უკეთეს არჩევნად განიხილავენ.

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი