22.Mar .2021 10:19

რა განაკვეთებია სესხებზე და დეპოზიტებზე? - ალექსანდრე ძნელაძე საქმიან დილაში

Back

ქართულ საბანკო სისტემაში სავალუტო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. არსებული მდგომარეობით, ევროს დეპოზიტების საბაზრო განაკვეთი 1.32%-ია, დოლარის დეპოზიტების სარეგებელი კი 2.56%-ს შეადგენს.
შედარებისთვის ერთი წლის წინ ევროს დეპოზიტების სარგებელი 1.38%, დოლარის ანგარიშის სარგებელი კი 2.97% იყო. როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, ქვეყანაში მთლიანი დეპოზიტების 62%, ანუ 22.09 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული.
ლარის დეპოზიტების მოცულობა კი 13.49 მილიარდი, ანუ 39%-ია. ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ფიზიკური პირებng nbის მთლიანი დეპოზიტებიდან (18.7 მილიარდიდან) 76% უცხოური ვალუტის ანგარიშებზე მოდის. იურიდიული პირების დეპოზიტებიდან (16.9 მილიარდიდან) 45% სავალუტო დეპოზიტებზე მოდის.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი