Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა მოიკვლია აუდიტის სამსახურმა?

BM.GE
22.11.21 12:46
309
აუდიტის შეფასებით, აჭარის მთავრობა საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს. მათ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ 63 შემთხვევაში, სხვადასხვა უწყების უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ და დახარჯულია ჯამში 2 864 ლიტრი – 6 465 ლარის ღირებულების საწვავი.

აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგებასთან ერთად, გასული კვირის ბოლოს აუდიტის სამსახურმა შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის 2020 წლის და საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის აუდიტის ანგარიშებიც გამოაქვეყნა.

რა საკითხები მოხვდა აუდიტის დასკვნაში?