30.Mar .2022 13:01

რას აპირებს თბილისის მერია კორტების ტერიტორიაზე?

Back

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, რომელიც კორტების ტერიტორიაზე ამ პროექტს განახორციელებს. მოეწყობა 3 საჩოგბურთო კორტი მათგან 2 - დახურული, 2 - ღია. 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს-კლუბი, კაფე, და დასასვენებელი სივრცეები. 

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.