14.Nov .2022 11:18

რას წარმოადგენს კომპანია DEKA და Idroenergia? - ინტერვიუ ბიძინა იმნაძესთან

Back

არასრული 6 მგვტ სიმძლავრის ჰესი, რომელიც უნდა აშენდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ლაფანყურში, მდინარე ლოპოტას ხეობაში. ამ პროექტს "ლოპოტა ერთი ჰქვია" და პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარია. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 5.9 მგვტ როგორც მოგახსენეთ, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება - 33 418 513 კვტ.სთ. ელექტროენერგიის გადაცემა მოხდება 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც ჩართული იქნება თელავის 110 კვ ძაბვის ქვესადგურში. პროექტის მესვეურები რამდენიმე წლის წინ საუბრობდნენ სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ადგილობრივი სოფლის განვითარებისთვის იგეგმებოდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება მაინც გართულდა.

სტუმარი: ბიძინა იმნაძე - Deka Ltd-ს დირექტორი;