Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ გაიზარდა ავტომობილებით ვაჭრობა?

BM.GE
06.09.22 10:10
188
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი 9-წლიან მაქსიმუმზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 7 თვეში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 370.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ (387.3 მლნ) ყველაზე მაღალია, 2021 წლის მაჩვენებელს, 248.3 მილიონს კი 49.3%-ით აღემატება. 

საომარი ვითარების მიუხედავად, 10-ი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სამეულში უკრაინა მაინც ხვდება. 

აზერბაიჯანი - 159.6 მლნ;
უკრაინა - 61.5 მლნ;
ყაზახეთი - 34.6 მლნ;

როგორ ნაწილდება ბაზარი და რამ გაზარდა რეექსპორტი?

სტუმარი: ელგუჯა ჯამაგიძე - „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი;