Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვერ ხერხდება ევროკოდებზე გადასვლა?

BM.GE
23.12.21 12:36
417
საქართველოში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი დღემდე საბჭოური სტანდარტებით შენდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს სამშენებლო კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სამშენებლო კოდების დანერგის ვალდებულებას აჩენს, მშენებლობა მაინც ძველი სტანდარტებით მიმდინარეობს. 

ე.წ. ევროკოდები, რომელიც შენობების კონსტრუქციის, დაპროექტების, სეისმომედეგობის და კიდევ ბევრ სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ წესს ადგენს, ეკონომიკის სამინისტრომ თარგმნა, თუმცა იმისთვის, რომ ის ამოქმედდეს სავალდებულოა დოკუმენტს თან ეროვნული დანართიც ახლდეს, რაც სამინისტროს ჯერ ისევ არ შეუმუშავებია. 

რატომ ვერ ხერხდება ევროკოდებზე გადასვლა და რას შეცვლის მისი ამოქმედება ბაზარზე? 

სტუმარი: ანა საბახტარაშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი