24.May .2022 11:14

რომელი კარგი და ცუდი კანონი მიიღო პარლამენტმა 2021 წლის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიებიებზე?

Back

პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 74 დარეგისტრირებული ინიციატივიდან პარლამენტმა სულ მხარი 47-დ საკანონდმებლო ინიციატივას დაუჭირა. ხოლო ყველა კანონპროექტი, რომელიც გავიდა პლენარულ სხდომაზე, მხარდაჭერილი იქნა. ინიციატივებს უმეტესად აყენებენ უმრავლესობის 26 და ოპოზიციის 11 დეპუტატი. უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივ ინიციატივებს არ წარადგენენ არც ინდივიდუალურ და არც საკომიტეტო ფორმატში. პარლამენტმა, ოპოზიციის ინიციატივებს მხარი დაუჭირა 6% შემთხვევაში, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის ინიციატივებს - 85% შემთხვევაში. რაც შეეხება კანონპროექტების კვლევით დასაბუთებას, 47 დან მხოლოდ 5 კანონპროექტი დაეფუძნა ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ან საერთაშორისო აქტებს. საინტერესოა ასევე რა მიზნით მოიწვევა ხოლმე რიგგარეშე სესია და რა ტენდენციები იკვეთება. რომელია კარგი და ცუდი კანონი რაც ამ პერიოდში პარლამენტში მიიღეს?

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე- "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო"-ს ხელმძღვანელი;