Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საით მიდიან უკრაინელი დევნილები?

BM.GE
02.03.22 09:30
281
უკრაინაში რუსეთის ჯარების ინტერვენციის მე-7 დღეს, გაეროს თანახმად, უკრაინიდან მოსაზღვრე პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, უკვე 150 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა. "იქ წავალთ, სადაც კარი ღია დაგვხვდება. სხვა არჩევანი არ გვაქს“ - ამ მიდგომით უკრაინელები უკვე მიიღო პოლონეთმა, უნგრეთმა, მოლდოვამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ბელარუსმა. ევროკომისია კი აცხადებს, რომ მზადაა გააქტიუროს მექანიზმი, რომელიც ჯერ არასდროს გამოყენებულა და რომელმაც შესაძლოა გზა გაუხსნას მილიონობით უკრაინელს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად ქვეყანას ტოვებენ და თავშესაფარს ევროკავშირში ეძებენ. იძულებით გადაადგილებული პირები მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებითა და ფეხით ცდილობენ უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეიჭრა. რა მექანიზმზე მუშაობს ევროკომისია და როგორ უმასპინძლებენ უკრაინელებს?