საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში საშუალოდ ასი ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, კერძოდ კი 2020 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 102 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ კი 735 ათასი ტონა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ს შეადგენს, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე შედარებით მაღალია, თუმცა თვითუზრუნველყოფის ზრდის დიდი ნაწილი ხორბლის გამოყენების შემცირებისგან მოდის. საქართველოში ხორბლის გამოყენების შემცირება შეინიშნებოდა 2014-2016 წლებშიც, როდესაც ხორბლის ფასმა საგრძნობლად დაიკლო. 2006 წელთან შედარებით 2020 წელს ხორბლის ჯამურმა გამოყენებამ 29.3%-ით ნაკლები შეადგინა. ასევე შემცირდა ექსპორტი, დანაკარგები და პირუტყვის საკვების სახით გამოყენება. ხორბლის სასურსათოდ მოხმარება ბოლო 15 წელიწადში უცვლელია და საშუალოდ 653 ათას ტონას შეადგენს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი საშუალოდ 45-50 ათასი ჰექტარია. ნათესი ფართობისგან განსხვავებით, ხორბლის მოსავალი შედარებით მზარდია. 2021 წელს ქვეყანაში 136.1 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 92.1%-ი რუსულ ხორბალზე მოდიოდა, რაც ერთ ბაზარზე მაღალ დამოკიდებულებას ნიშნავს. ხოლო 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ხორბლის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლების ტენდენცია გამოიკვეთა, 2022 წლის I კვარტლისთვის, ქვეყანაში იმპორტირებული 31.7 ათასი ტონა ფქვილიდან 99.1% რუსეთიდან შემოვიდა.
See all the news
All News
What regime of sanctions applies to Russian oil and what requirements Georgia has to comply?
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
#TheCheckpoints: The Professional - Demnagram_Story of Saba Bakhia
#პროფესიონალი: საბა ბახია
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
ყველაზე სანქცირებული რუსი ოლიგარქები
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
OECD formally terminates the accession process of Russia
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
საქმიანი დილა - 25.02.2022 - გადაცემა სრულად
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI