25.Oct .2021 09:51

“საქართველოს ბანკის” ღია ბანკინგის შეთავაზება ფინტეკებისთვის

Back

ღია ბანკინგი, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს, დღეს უცხო მემგონი აღარავისთვის არის, თუმცა 2018 წელს როცა საქართველოს ბანკმა პროგრამა წარადგინა, მაშინ ეს ნაბიჯი არათუ საქართველოში რეგიონშიც პირველი იყო. ამ დროისთვის კი საქართველოს ბანკი ფინტეკებს აძლევს შესაძლებლობას და უხსნის წვდომას სატესტო გარემოზე, რაც მათთვის არის შესაძლებლობა უკვე დაიწყონ ინტეგრაციაზე მუშაობა და გამოსცადონ, რა შესაძლებლობები ექნებათ, როცა ღია ბანკინგის რეგულაცია ფონტეკებისთვისაც ამოქმედდება.

სტუმარი: გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკი, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი;