26.Oct .2021 09:49

“საქართველოს ბანკის” მულტიფუნქციური იდეათეკების პროექტი

Back

გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში - მულტიფუნციური იდეათეკები უკვე მოქმედებს, ჩამონათვალს გასული კვირის მიწურულს სოფელი დუისის სკოლა დაემატა და სულ მალე იქნება ახალქალაქის მესამე სკოლაც. ჯერ 8 სკოლაა ჩამონათვალში, მულტიფუნქციური იდეათეკის არსებობა 8 სკოლაში ნიშნავს 4000-ზე მეტი ბავშვისთვის თანამედროვე სივრცეში მეტ ინფორმაციაზე, კიდევ უფრო მრავალფეროვან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. - პროცესი განგრძობითია და მას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახორციელებს. 2019 წლიდან დაწყებული პროექტი და უკვე შექმნილი იდეათეკები ერთ სივრცეში აერთიანებს ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ რესურსებს და ისეთ აქტივობებს როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან და სხვა. მოკლედ, ეს არის სივრცეები სადაც თანამედროვე რესურსებზე წვდომა უჩნდება მომავალ თაობას.


სტუმარი: არჩილ გაჩეჩილაძე - "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი