Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს მიმართულებით ფრენები მცირდება ან უქმდება

BM.GE
09.11.20 11:20
476
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. COVID-19-მა არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად მსოფლიოში მნიშვნელოვნად აზარალა საავიაციო სექტორი, რის გამოც რამდენიმე ავიაკომპანიამ ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველომ ნოემბერში დაიწყო და გახსნა ცა, თუმცა მომატებული კოვიდ შემთხვევების შედეგად, ავიაკომპანიები უარს ამბობენ ფრენებზე. რა ხდება საქათველოში საავიაციო მიმართულებით?