21.Mar .2022 13:23

სარბიტრაჟო დავები და საქართველო - რა "ფასს" ვიხდით?

105
Back

საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს დავები ეს ის საკითხია, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ნამდვილად არ უწყობს ხელს. საქართველოს ანგარიშზეა 10-ზე მეტი დავა და იურისტებში დახარჯული 82 მილიონი ლარი ორი წლის განმავლობაში. იუსტიციის სამინისტრო არ გვიმხელს, ზუსტად რამდენი საქმე განიხილება საერთაშორისო დონეზე საქართველოს წინააღმდეგ. ამბობენ, რომ კონფიდენციალურია.  
რა ფასს იხდის საქართველო ფინანსურად და რეპუტაციულად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში?

სტუმრები: დათო კლდიაშვილი - იურისტი;
თამთა ივანიშვილი - იურიდიული ფირმა “ბი-ელ-სი“-ს პარტნიორი;