05.Oct .2022 12:02

სებ-მა ყალბი ფულის გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი დაამტკიცა

Back

ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების შესაბამისი წესი დაამტკიცა. დოკუმენტით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელმა პირებმა ყალბი ფულადი ნიშნების გამოვლენისას, როგორ უნდა უზრუნველყონ ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან დაუყოვნებლივი ამოღება და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, შეზღუდონ ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე. 

სტუმარი: ლიკა ვერულაშვილი - ფულადი ნიშნების ექსპერტი;