07.Jun .2022 10:34

Tesla დეზერტირების ბაზარში - რატომ სჭირდება აგრობიზნესს თანამედროვე ტექნოლოგიები?

163
Back

გასული უქმეები მოვაჭრეებისთვის და ბაზარში მისული მყიდველებისთვის უჩვეულო გამოდგა. ადგილზე მისულებს, შაბათის დილას, 10:00 საათზე გირლანდებით მორთული Tesla დახვდათ. ერთი შეხედვით უჩვეულო გარემო, გამვლელების ყურადღებას მარტივად იქცევდა. მანქანა აგროპროდუქტებითა იყო დატვირთული და მათ, ვისაც ქართული, ნატურალური პროდუქტის შეძენას აპირებდა, პირდაპირ ტესლას საბარგულიდან შეეძლოთ ყიდვა. დახმარებას კი ფერმერი უწევდა. ამ არასტანდარტული სანახაობის ინიციატორი აგროსფეროა, კომპანია, რომელიც ქართველ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნიკითა და მეურნეობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფს. ცენტრალურ ბაზარში დატრიალებული ამბები კი გრძლევადიანი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც აგროსფერომ ლივინგსტონის გუნდთან ერთად დაგეგმა.

სტუმრები: აკაკი ტოროტაძე - "აგროსფერო"-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი;
იოსებ ძმანაშვილი - "აგროსფერო"-ს პროდუქტების მართვის განყოფილების დირექტორი.