24.Mar .2022 09:09

“თიბისისა” და USAID-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

130
Back

USAID-სა და "თიბისი" ბანკს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. 
თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის შესაძლებლობა ექნება, 30 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდოს და ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესების განვითარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესებში დასაქმებულს პირებში საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

ასევე მემორანდუმის ფარგლებში, USAID და თიბისი ხელს შეუწყობენ საქართველოში 1 200 -ზე მეტი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას. ფინანსური რესურსის მობილიზება, ქვეყანაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარადჭერას მოხმარდება. პრიორიტეტი აგრო მიმართულებას და ისეთ ბიზნესებს მიენიჭება, რომლებსაც ქალები უძღვებიან. გარდა ამისა, ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, USAID-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილე, იზობელ კოლმენი და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე იღებდნენ.