23.May .2021 12:17

ყავის ინდუსტრია საქართველოში - მიმოხილვა

317
Back

საკონსულტაციო ჯგუფ Marex Spectron (მარექს სპექტრონის) პროგნოზით, 2021-2022 წლებში ყავის გლობალური დეფიციტი 10,7 მლნ ტომარამდე გაიზრდება, შარშან დეფიციტი 8 მლნ ტომარა იყო. საქართველოში, წელს ყავის იმპორტი 17%-ით შემცირდა. ყავის ინდუსტრიის წარმომადგენელბს მიაჩნიათ, რომ წელს, ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმის სწრაფი აღდგენის პროცესი თუ არ დაიწყება, ბიზნესში ვითარება დამძიმდება და კომპანიებს მოვლენების ასეთი განვითარების პირობებში შემდგომ გეგმებზე საუბარი უჭირთ.