მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისია III კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებს აქვეყნებს - რეიტინგი

636c9d3332409
მარიამ ვარადაშვილი
10.11.22 10:53
1031
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მესამე კვრატლაში ტელე და რადიო მაუწყებლების შემოსავალი 9.3%-ით შემცირდა.
კერძოდ, 2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით ნაკლებია. 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

შემოსავლების შემცირების მიზეზად კომისია აზარტული თამაშების შესახებ მიღებულ რეგულაციებს ასახელებს.

ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 70.8% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 17% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით არის გაზრდილი.

მესამე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 69.3% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 17.3% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი.

სარეკლამო შემოსავლებით კვლავ “ტელეიმედი” ლიდერობს, რომლის შემოსავალიც წლიურად 0.4 მილიონი ლარით 4.9 მილიონი ლარამდე შემცირდა.

„მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა. „მედია ჰოლდინგის“ [ყოფილი რუსთავი 2] სარეკლამო შემოსავალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 1.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო „პოსტვ“-მ, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა. 0.2 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.1 მილიონი ლარი შეადგინა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 0.9 მილიონი ლარი შეადგინა.

2022 წლის მესამე კვარტალში 0.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ბი ემ ჯი-მ“. უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავალი, რომელმაც 0.5 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.4 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მესამე კვარტალში 0.3 მილიონი ლარით შემცირდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.4% პირდაპირი რეკლამა იყო.