მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბიუ-ბიუს 3 მაღაზია გაქურდეს

5e7b181fb9452
ელენე გოგბერაშვილი
25.03.20 12:34
3199
თბილისში გუშინ ღამით ბიუ-ბიუს სამი მაღაზია გაქურდეს. როგორც კომპანია ჩირინას სადისტრიბუციო სამსახურის ხელმძღვანელმა bm.ge-ს განუცხადა, მაღაზიებიდან წაღებულია ფული და ტექნიკა. ლევან წიკლაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის და მიმდინარეობს გამოძიება.

მაღაზიების გაქურდვა ხეთაგუროვზე, ისნის დასახლებაში და მოსკოვის გამზირზე მოხდა. წაღებული ფულადი თანხა 1300 ლარს შეადგენს. კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ ღამით, ბიუ-ბიუს მაღაზიების გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ობიექტებიც გაქურდეს.