მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ პირბადის ხარისხი შეემოწმებინათ“ - ფხაკაძე

5fdf4cadb2713
ელენე გოგბერაშვილი
20.12.20 17:15
2616

„50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ პირბადის ხარისხი შეემოწმებინათ“ - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

ფხაკაძის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებში არასამედიცინო პირბადეები იყიდება, მათ შორის არასამედიცინო პირბადეს მოიხმარს სამედიცინო პერსონალიც.

„სამედიცინო პირბადეები არ იყიდება აფთიაქებში , რომელიც იყიდება და რომელმაც უნდა დაიცვან ჩვენი მოქალაქეები არის არასამედიცინო. საავადმყოფოებში და თურმე ეს მე არ ვიცოდი, შემოტანილია არასამედიცინო პირბადე. შეიძლება ესეც არის მიზეზი, რატომ არის ექიმების ამდენი ინფიცირება. ალბათ იმიტომ, რომ პირბადეების საკითხი ვერ გვარდება და თქვენ ახლა ვაქცინაციაზე მელაპარაკებით? 15 თეთრიანი პირბადე ვერ მოგვარდა ქვეყანაში და თქვენ ახლა მაღალტექნოლოგიურ ვაქცინაზე მელაპარაკებით?“-ამბობს ფხაკაძე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ის საქართველოს მთავრობას მიმართავს, კაბინეტებში შეხვედრების და მხოლოდ საუბრების ფორმატიდან გამოვიდნენ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რათა ქვეყანა ამ პროცესისთვის მოამზადონ.

„50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ რა ხარისხის პირბადე გვაქვს ის შეემოწმებინათ და თქვენ ახლა ვაქცინის ხარისხზე მელაპარაკებით?

შესაბამისად ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება, რომ ჯობია მთავრობამ იფიქროს როგორ დაიწყოს მომზადება ვაქცინაციაზე და არა საუბარი. დავიღალეთ ამდენი საუბრებით,კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება"-აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

ქვეყანაში უხარისხო პირბადეების შემოტანაზე საუბრობს კერძო სექტორიც.