მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აიქარს" თბილისში "ტესლას" მარკის მანქანები შემოჰყავს

5d71305b7fb9b
BM.GE
06.09.19 09:40
5098
თავისუფლება, კომფორტი, მობილურობა, მწვანე გარემო, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი მომავალი - ეს ის ღირებულებებია, რომელისკენ სწრაფვაც აიქარის (ელექტრო მობილების გაზიარების სერვისის) მომხმარებლებისთვის უმთავრესი გამოწვევაა 21 - ე საუკუნის საქართველოში.

ჯანსაღი მომავლის პროექტის ფარგლებში, აიქარს ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტი შემოაქვს ქართულ ბაზარზე. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია და დღეიდან, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს მინიმუმ 2 წელი, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით.

„ტესლა საქართველოს გზებზე ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. როცა საუბრობ მომავლის პროექტებზე, გაქვს ამბიცია შემოიტანო ქვეყანაში ახალი ტრენდები, აკეთო მწვანე ბიზნესი ჯანსაღი მომავლისთვის - ტესლას ელექტრო მობილი ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ტესლას ელექტრო მობილები დადიოდეს საქართველოს გზებზე, გარემო დავიცვათ და გავაჯანსაღოთ, დავნერგოთ თანამედროვე ტრენდები, გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია დღეს - გარემოს დაცვა. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ვავითარებთ ბაზარს. წინ კიდევ ბევრი სიახლეა.

შემოგვიერთდით და გამოგვყევით მომავლის პროექტების განვითარების გზაზე. დავიცვათ გარემო და დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობებს“ - აცხადებს გიორგი ხუროძე, კომპანია აიქარის დირექტორი.

ტესლა მოდელი 3 2018 წელს შეიქმნა და იგი სრულად ელექტრონულია. მოდელი 3 გაუმჯობესებული ვერსიაა S და X მოდელების. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, მოდელი 3 აქამდე შექმნილ ელექტრო მობილებს შორის ყველაზე უსაფრთხოა. უსაფრთხოებას მისი დიზაინი განაპირობებს, სადაც მეტალის სტრუქტურა ფოლადის და ალუმინის კომბინაციაა. მოდელი 3 აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით და ოთხი წამყვანი თვლით. ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, ეს ორი ძრავი ციფრულად მართავს წინა და უკანა თვლებს, რაც არსებითად აუმჯობესებს მართვას და კონტროლს. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მოდელს შეუძლია ზუსტად 3, 2 წამში 0 - დან 97 -მდე კმ/სთ განავითაროს.

აიქარის პორტფელი ტესლას მოდელი 3 -ის 10 ერთეული ელექტრო მობილით შეივსო. ამჟამად ავტო პარკში შემდეგი მარკის მანქანებია: ნისან ლიფის, რენო ზოის და ტესლა მოდელ 3.

კომპანია აიქარი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ელექტრო მობილების გაზიარების სერვის სთავაზობს მომხმარებელს. ბაზარზე აიქარი 2019 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს და ავითარებს ელექტრო მობილების გაზიარების სერვის დიდ ქალაქებში. აიქარი წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. 2019 წლის აგვისტოდან კი უკვე ბათუმშიც. უახლოეს მომავალში გაზიარების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.