მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არემჯის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 დეკემბერს სამთოელის დღე აღინიშნება

5def85761892e
BM.GE
10.12.19 15:44
1143
კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 დეკემბერს სამთოელის დღე აღინიშნება.

კომპანიაში დასაქმებული 3000-მდე თანამშრომლისთვის, პროფესიული დღე უქმედ გამოცხადდება, ხოლო თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.

2019 წლიდან სამთოელის დღე კომპანიის კორპორატიულ დღედ დაწესდება. ყოველწლიურად 17 დეკემბერს „არემჯის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება. გამოვლინდებიან „წლის საუკეთესო სამთოელები“, რომლებსაც საჩუქრად სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცემათ.

,,კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივით, 17 დეკემბერს „სამთოელის დღეს“ ვაწესებთ. სიმბოლურია, რომ სამთოელის დღე, ბარბარობის დღესასწაულზე იქნება. ამიერიდან “სამთოელის” დღე ჩვენს კომპანიაში დასვენება იქნება. ამ ტრადიციის დამკვიდრებით, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ „არემჯის“ სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლების მიმართ. ისინი თავისი ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ქმნიან სამთამადნო საქმეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ კომანიას“, - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
NS