მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის $700 000-ით დაეხმარება

5d8235bdcf605
თელარა გელანტია
18.09.19 17:47
636
აშშ-ის მთავრობა თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 000 დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ ინფორმაცია facebook-ზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.