მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფილიპ მორის საქართველო“ უკვე მესამედ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად

6013c07acc463
BM.GE
29.01.21 12:00
729
„ფილიპ მორის საქართველო“ ზედიზედ მესამედ დასახელდა წლის საუკეთესო დამსაქმებლად, რაც კომპანიის მიერ ადამიანთა რესურსების ბრწყინვალე მართვისა და ასევე, სამუშაო გარემოს თანამედროვე საჭიროებებისადმი მისადაგების შედეგია.

საუკეთესო დამსაქმებლის (The Top Employer) სერტიფიცირება გაიცემა გლობალური სერტიფიცირების ავტორიტეტული ორგანიზაციის Top Employers Institute-ის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული შეფასების შედეგად, რომელმაც „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ აღიარა გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებლად (Global Top Employer) ზედიზედ უკვე მეხუთედ.

„ფილიპ მორის საქართველოს“ უწყვეტად სამგზის დასახელება საუკეთესო დამსაქმებლად წარმოადგენს მტკიცე აღიარებას კომპანიაში არსებული მაღალი კლასის სამუშაო გარემოსი.“ - განმარტა იური გორდოკმა, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას ოფისის გენერალურმა მენეჯერმა. „ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას ბრწყინვალე შედეგების მისაღწევად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ფილიპ მორის საქართველო“ დაფუძნდეს, როგორც საუკეთესო სამუშაო ადგილი და ვაგრძელებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას, რათა შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო და ასეთივე უნიკალური გამოცდილება ჩვენი თანამშრომლებისათვის.“

სერტიფიცირების პროცესის ნაწილს წარმოადგენდა PMI-ს მიერ, ადამიანთა რესურსების დამოუკიდებელი აუდიტორებისათვის, კომპანიის ბრწყინვალე შედეგების დემონსტრირება ადამიანთა რესურსების მართვის ექვს საკვანძო სფეროში, რაც PMI-მ წარმატებით შეძლო 400 შეკითხვაზე პასუხის გაცემითა და დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენით.

ეს სფეროები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• მართვა: ბიზნესსტრატეგია, თანამშრომელზე ორიენტირებული სტრატეგია და ხელმძღვანელობა

• ფორმირება: ორგანიზაცია და ცვლილებები, ციფრული HR და სამუშაო გარემო

• მოზიდვა: ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის რეპუტაცია (Employer branding), ტალანტების მოზიდვა და ადაპტაცია (onboarding)

• განვითარება: შესრულება/წარმადობა, კარიერა და სწავლა

• ჩართულობა: კეთილდღეობა, ჩართულობა, ჯილდოები და აღიარება, ორგანიზაციიდან წასვლა (offboarding)

• გაერთიანება: ფასეულობები, ეთიკა და ერთიანობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, მდგრადი განვითარება.

საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიცირება

საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიცირება გაიცემა გლობალური სერტიფიცირების ავტორიტეტული ორგანიზაციის Top Employer Institute-ის მიერ, კომპანიის საქმიანობის მკაცრი შეფასების შედეგად, რომელსაც ადასტურებს აუდიტორული კომპანია Grant Thornton და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კომპენსაცისა და დასაქმებულთა ბონუსების სისტემა, კარიერული განვითარება, სამუშაო პირობები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.

ადამიანთა რესურსების სფეროში მიღწეული შედეგების სერტიფიცირების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობით Top Employers Institute-ის ვებგვერდზე: Top Employers Institute - Certifying HR excellence (top-employers.com).