20.სექტემბერი .2021 19:00

„განსხვავებული მიდგომა „მიუ“ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს... ჩვენთან არ დაფიქსირებულა“

 „განსხვავებული მიდგომა „მიუ“ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს... ჩვენთან არ დაფიქსირებულა“
views 179
უკან

საქართველოში „მიუ“ შტამით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის ამ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაუცია.

„მიუ“ შტამი, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის კვლავ დაკვირვების საგნად რჩება. ის საგანგაშო შტამების კატეგორიაში შეყვანილი არ არის. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს. რაიმე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული რისკები არ გაჟღერებულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. ჩვენთან, ჯერჯერობით, დაფიქსირებული არ არის“, - განმარტა გაბუნიამ.