მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმე - რა გარემოებები ხდება ცნობილი?

62de70d92c643
BM.GE
25.07.22 15:13
13129
2022 წლის 24 ივნისს, თბილისში წყნეთის გზაზე საკუთარი სახლისკენ მიმავალი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ მოკლე კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ “ფაქტთან დაკავშირებით  აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.”

25 ივნისს, ლევან კაჭარავას დედამ, ელენე მხეიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით მკვლელობა უცხოეთიდან დაქირავებულმა მკვლელმა ჩაიდინა, რომელსაც იმ დროისთვის ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა.

საქმესთან დაკავშირებით BMG-ისთვის ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. "Forbes კვირის" წამყვანის გიორგი ისაკაძის ინფორმაციით, ირკვევა, რომ მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება დავა, რომელიც მრავალი წელიწადია მიმდინარეობს უცხოურ სასამართლოებში და უკავშირდება ლევან კაჭარავას და მისი პარტნიორების დავას ყაზახეთის მოქმედ ბიზნეს სტრუქტურებთან.

ინფორმირებული პირი გვიყვება, რომ ნიდერლანდებში ყაზახი მოპასუხეების წინააღმდეგ მიმდინარე მრავალწლიან სამართლებრივ დავაში სწორედ ლევან კაჭარავამ გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციითვე, დავის საგანი $20 მილიონს შეადენდა, თუმცა ყაზახი მოპასუხეების მხრიდან ამ განაჩენის აღსრულების მიმართ საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება არსებობდა, რის შესახებაც თავად ლევან კაჭარავაც იყო ინფორმირებული.