მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვიწევს 26 თეთრად გავყიდოთ გაზი, რომელსაც 34 თეთრად ვყიდულობთ - „თბილისი ენერჯი“

60af4c162bee6
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.21 11:26
1237
კომპანია "თბილისი ენერჯი" ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ სემეკს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის განცხადებით მიმართა. "თბილისი ენერჯის" განმარტებით დღეს მოქმედი ტარიფის მიხედვით, მათ ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია უწევთ, რისი მიზეზიც არის ფაქტი, რომ მათ ერთი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის შეძენა 34 თეთრად უწევთ, ხოლო ტარიფში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი კი 26 თეთრია. კომპანიის განცხადებით, ტარიფსა და აზრის რეალურ ღირებულებას შორის აცდენას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება იწვევს. 

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო, მათ 1.5 წელში 25 მილიონი ლარით იზარალეს.  

"გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახცურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 ტეთრია სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

ბოლო რამდენიმე თვეა თბილისი ენერჯი ითხოვდა ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემტხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას,"- ნათქვამია განცხადებაში. 

ამჟამად დედაქალაქის მაცხოვრებლებს ერთ კუბურ მეტრ გაზში 46.137 თეთრის გადახდა უწევთ. ტარიფი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

გაზის განაწილება - 10.39 თეთრი;
გაზის ტრანსპორტირება - 1.89 თეთრი;
გაზის თვითღირებულება - 26.8 თეთრი (ამ კომპონენტის შეცვლას ითხოვს კომპანია);
დღგ - 7.04 თეთრი.