საქართველოს მთავრობა დათმობაზე მიდის - კლუბებს მუშაობის უფლება 14-15 იანვარსაც მიეცათ. აღნიშნული ინფორმაცია კლუბ “ხიდის” წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემაც დაგვიდასტურა და იქვე დასძინა, რომ 14-15 იანვარს, დადგენილი პროტოკოლით გაიმართება ღონისძიებები და ამის შემდეგ დაიხურებიან.
კლუბ “ხიდის” დამფუძნებელი სოფო ებრალიძე აცხადებს, რომ კლუბების გახსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებაზე იქნება დამოკიდებული.
მისი განმარტებით, იმ პერიოდში, როცა კლუბების მუშაობა შეიზღუდება, ისინი სახელწმიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვენ, რადგან თანამშრომლების შენახვას ვეღარ შეძლებენ.
"ჩვენ მოვითხოვთ ფულად კომპენსაციას, რადგან თანამშრომლებთან პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ჩვენ ჩვენით ვერ შევინახავთ ამ ხალხს, გამორიცხულია, რადგან კვირიდან კვირამდე გაგვქონდა თავი. ყველა კლუბი წარვადგენთ ფინანსურ დოკუმენტაციას რა გვიჯდება ობიექტის შენახვა ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, მოვითხოვთ, ფინანსური დახმარება აღმოგვიჩინონ", - აცხადებს კლუბ “ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე.
ცნობისთვის: კლუბების დახმარების ფინანსურ პაკეტზე მიმდინარე კვირაში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს. მაშინ კლუბების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დახმარების პაკეტზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი