2022 წლის 22 ივლისიდან იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ ახალი პროექტი - „სამართლებრივი დისკუსიები ადგილობრივ ბიზნესთან“ ქ. ქუთაისიდან იღებს სტარტს. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან ორი დიდი რეფორმის ირგვლივ მიმდინარე მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებსა და განვითარებულ პრაქტიკაზე ისაუბრებენ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონიდან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, კაპიტალის ფორმირება/შენატანების განხორციელების საკითხი/ დივიდენდების გაცემის წესი, მინორიტარი პარტნიორების დაცულობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ინსტრუმენტები.
პროექტის ფარგლებში „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ იურისტები მონაწილე ბიზნეს სუბიექტებთან ერთად, ასევე, მიმოიხილავენ და საზოგადოებას გააცნობენ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისთვის ფინანსური სიძნელეებისგან თავის დაღწევისა და ეკონომიკური გაჯანსაღების ახალ სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს და ფოკუსირდება კომპანიათა რეაბილიტაციის პროცესზე.
გარდა ქუთაისისა, ზაფხული-შემოდგომის პერიოდში შეხვედრები ჩატარდება შემდეგ დიდ ქალაქებში: ბათუმი, ზუგდიდი და თელავი.
კომპანია იწვევს ყველა დაინტერესებულ ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ შეხვედრებში. ქუთაისის შეხვედრაზე ინფორმაციისთვის და სარეგისტრაციოდ ეწვიეთ შემდეგ ბმულებს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი