მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვარკეთილის" რეაბილიტაციას "მამისონი" არ განახორციელებს - ხელშეკრულება გაწყვეტილია

636b6db3dd02e
ინგა მურუსიძე
09.11.22 13:20
901
"გადაწყვეტილება მიღებულია, მეტრო „ვარკეთილთან“ დაკავშირებით, კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულება გაწყვეტილია", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ კომპანია „მამისონს“, რომელიც მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაციას ახორციელებს, უკვე მოგებული აქვს ტენდერი მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას მეტრო „გოცირიძეზე“ უკვე ვადაგადაცილება აქვს და ამაში ბიუროკრატიულ აპარატს ადანაშაულებს, მერიამ როგორც ჩანს, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„ვარკეთილის შემთხვევაში ტენდერი გამოცხადდა წლის დასაწყისში, როცა კომპანია „მამისონი“ ჯერ კიდევ იმყოფებოდა „თეთრ სიაში“, შესაბამისად, მერიას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, რომ უარი ეთქვა ამ კომპანიის წინადადებაზე. ვადაგადაცილება მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მიმართებით გვაქვს ამ ზაფხულიდან, შესაბამისად, როცა „ვარკეთილის“ ტენდერი გამოცხადდა, ვერ გვეცოდინებოდა, რომ კომპანია სამუშაოებს დროულად ვერ შეასრულებდა“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე - იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას მეტროების რეაბილიტაციის გამოცდილება არ ჰქონდა, რატომ არ დააეჭვა ამ ფაქტმა მერია,  ვიცე-მერმა უპასუხა, რომ კომპანია „სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს კომპანია აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, სხვა პრეტენდენტი არც იყო“.

bm.ge-ს ინფორმაციით,  კომპანია "მამისონის" ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები