20.ნოემბერი .2020 14:33

საქართველო OECD-ში კონფერენციას 3 წლის ვადით უხელმძღვანელებს

 საქართველო OECD-ში კონფერენციას 3 წლის ვადით უხელმძღვანელებს
views 374
უკან

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ.“

„მრავალმხრივი კონვენციის (MLI)“ კონფერენციის თავმჯდომარედ, ერთხმად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელი მარი ხურციძე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმღვანელებს 3 წლის ვადით. მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 94 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.