მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" შემოვიდა

60681403b15fe
BM.GE
03.04.21 11:02
1074

ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" შემოვიდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ორი დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია 100-100 ათას დოზა "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებზე, რომელსაც საქართველო მიიღებს. 

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ 100 ათასი დოზა "სინოფარმის" დოზა საქართველომ იყიდა, 100 ათას დოზა "სინოვაკს" კი ქვეყანა საჩუქრად მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ "სინოფარმს" ამ ეტაპზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანმოსგან ავტორიზაციას მიიღებს.

მისი თქმით, სინოფარმის“ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს და ამ ვაქცინით 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი.