18.მაისი .2022 15:33

საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება - გამყრელიძე

 საზტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება არ განიხილება -  გამყრელიძე
views 4650
უკან

“ამ ეტაპზე, არც სამედიცინო დაწესებულებებში და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხსნის საკითხი არ განიხილება, რადგან ამ ადგილებში ვირუსის გავრცელების რისკი მაინც დიდია,” - ამის შესახებ bm.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვეში და ასევე, ივნისის პირველ ნახევარში covid-სტატისტიკაზე დაკვირვების შედეგად, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებაზე იყოს საუბარი, მაგრამ  არა - სამედიცინო დაწესებულებებში.

“პირბადე პანდემიასთან ბრძოლისთვის, ვაქცინასთან ერთად ყველაზე, მძლავრი იარაღია, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამშვიდებული და სტაბილურია. ყოველდღიური ახალი შემთხვევები 50-დან 150-ის ფარგლებშია. შემთხვევათა უმრავლესობა მაინც მსუბუქად მიმდინარეა.

სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვა დაბალია და სიტუაცია დღეს სრულად მართვადია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ის დასრულდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში სიტუაცია დამშვიდდება. 70-მდე ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ფიქსირება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოზე ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით,  დღეს, კოვიდრეგუალციებიდან დარჩენილია მხოლოდ პირბადის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში ტარების ვალდებულება.