სექტემბერში ძველ თბილისში „ბარბალეს მარანი“ იხსნება. მარანში უკვე განხორციელებულია 100 000 ლარამდე ინვესტიცია. „ბარბალეს მარნის“ დამფუძნებელმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, რომელიც მეღვინეობას უკვე ორი ათეული წელია ეწევა, გადაწყვიტა საკუთარი ღვინოები ბაზარზე საერალიზაციოდ გაიტანოს.
„მიუხედავად ტურიზმის სფეროში პანდემიით გამოწვეული კრიზისისა გადავწყვიტე „ბარბალეს მარანი“ გავხსნა. მარანი ადგილობრივებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის საინტერესო და გამორჩეული ადგილი გახდება. ეს არ არის სივრცე, რადაც მხოლოდ ღვინოები გაიყიდება, არამედ აქ იქნება საინტერესო სივრცე გართობისთვის, სხვადასხვა თავშეყრებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის“ - ამბობს ზვიად კორძაძე.
„ბარბალეს მარანში“ გარდა წარმოდგენილი ისეთი ტრადიციული ღვინოებისა, როგორიც არის ოცხანური, ასევე გაიყიდება მაყვლის, ვაშლისა და მსხლის ღვინოებიც. „ბარბალეს მარანი“ გარდა ადგილობრივი ბაზრისა, საერთაშორისო ბაზარზეც აპირებს ღვინის რეალიზებას.