მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

60d1a77d55a45
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 14:30
392
შესამოსვლების სამსახურმა გურიაში 420 ლიტრი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, გურიაში, სოფელ შეკვეთილთან გამოავლინეს.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.