მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოზარ სუბარი: მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას

5dd2c44bc389b
თელარა გელანტია
18.11.19 20:17
1476
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის აზრით, მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა, რომ მას მაშინაც ეს აზრი ჰქონდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასცა.

„რადგან დავპირდით, ძალიან ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ხმას აძლევენ იმას, რაც, მათი აზრით, სწორი არის, ამის გამო დაიწყო რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. მე მაშინაც კი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხმამაღლა განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, საჯაროდ ვამბობდი, რომ მიმაჩნია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, რადგან მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას. ჩვენი მხარეები, ჩვენი კუთხეები იმსახურებს იმას, რომ მათ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.