მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 42% – რამდენი მოზარდია აცრილი?

61ed078c6e1c5
BM.GE
23.01.22 11:44
555
საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 42%–ია აცრილი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათი ცნობით, 23 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 656 703 აცრა, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 318 639, >18 ასაკის მოსახლეობის 45.9%, სრულად ვაქცინირებულია 1 207 073 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.0%.

რაც შეეხება ბუსტერ დოზას, აცრილია 128 860 პირი.

– 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 761 (2.12%) სრულად აცრილია -2 611 (1.47%)

– 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 339 (15.22%) სრულად აცრილია- 10 750 (13,26%)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 22 იანვარს ჩატარდა 4 685 აცრა.